ბორჯომსა და ადიგენში 7 არარეგისტრირებული საამქრო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული 7 საამქრო აღმოაჩინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომსა და ადიგენში ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორების უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია გამოვლენილი, რომელთა საერთო ოდენობამ 98 კუბური მეტრი შეადგინა.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამმართველოებში გადაიგზავნა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 6000 ლარს აღწევს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს.