ნანუკა ჟორჟოლიანი: საქართველოში აშშ-ის ელჩისგან შეფასებას ველოდები და არა “გაპრავებას”

ტელეკომპანია “რუსთვი 2”-ის წამყვანი საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდის სირიაში პანკისელი ახალგაზრების წასვლის თაობაზე გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.
ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ელჩი სულ უფრო არაადეკვატური ხდება და ნორლანდს სამარცხვინო გამპრავებელს უწოდებს.
“უკვე ძაან სამარცხვინოა?! შეიძლება ყველაფერი აპრავოს? ასე ყველა ქვეყანაში ხდება გადაცდომა, ადამიანის უფლებების დარღვევა და რას გვასწავლიან ჭკუას?! ყველა ქვეყანაში ყველაფერი ხდება!”, – წერს კომენტარებში ჟორჟოლიანი.
ტელეკომპანია “რუსთვი 2”-ის წამყვანს რამდენიმე კომენტარის ავტორიც დაუპირისპირდა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ელჩს არასწორი არაფერი უთქვამს.
“ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებში მთელი მსოფლიოდან მიდიან ახალგაზრდები, მათ შორის დალაგებული ევროპიდანაც და ამერიკიდანაც, შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე აღარ ვსაუბრობ. ეს არის თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემა. სხვა რამე თქვა ამ კაცმა?”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ჟორჟოლიანმა კი აღნიშნა, რომ ის რიჩარდ ნორლანდისგან მინიმუმ შეფასებას ელოდებოდა.
“აშშ-ს ელჩისგან ამ განცხადებას არ ველოდები! ეგ ისედაც ვიცი! თუ არ აღშოთდება ამით, მინინუმ შეფასება ველოდები მისგან და არა გაპრავებას ამ არგუმენტით! უუნარობის გაპრავებას! აქ სხვა პრობლემაა, არასრულწლოვანი ბავშვები ახერხებენ საზღვრის დატოვებას და ამ დროს მომიყვე, რა ხდება სხვაგან, უცნაურია!” – წერს ჟორჟოლიანი.
ამის პასუხად მომხმარებელმა მას წარსული შეახსენა.
“თქვენზე მეტი გამპრავებელი ვინ არის სისხლიანი 9- წლიანი რეჟიმის? ახლა გახდა ნორლანდი ცუდი? ნაცებს რომ ხელს გაფარებდათ, მაშინ ხომ კარგი იყო?”, – წერს დავითი. ამის პასუხად ტელეწამყვანმა მას იუმორი დაუწუნა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ელჩის განცხადების კრიტიკის გამო ასევე კოლეგას, თეა თუაშვილსაც დაუპირისპირდა. თუაშვილმა კომენტარებში დაწერა, რომ ელჩი იმას ამბობს, რაც რეალურად ხდება მთელს მსოფლიოში და პირიქით, ძალიან ადეკვატურია. ნანუკა ჟორჟოლიანმა კი “ქართული ოცნების” უუნარობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნორლანდი უკონტროლობას აპრავებს.
“ელჩი ვერ დაავალებს საქართველოს ხელისუფლებას რაიმე მოქმედებას, არ შედის მის კომპეტენციაში. ამიტომ არ არის მისი განცხადება არაადეკვატური. მით უმეტეს, მედიის საშუალებით. არ მგონია, აპრავებდეს, ეგ რომ მაგას აპრავებდეს, მინიმუმ მაგ თანამდებობაზე არ დატოვებდა სახელმწიფო დეპარტამენტი”, – წერს თუაშვილი და ინტერესდება, ადანაშაულებს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი რიჩარდ ნორლანდს “ISI”-თან თანამშრომლობაში.
“თეა შენ მთვრალი ხო არ ხარ და ცოტა უსაქმური ინტრიგანი?!! წადი საქმე არ გაქვს? მიხედე რა! აპრავებს ქოცების უუნარობას! შენი ჩაკითხვები ინტრიგანულია! ჩემ გვერდზე ვარ და შენ შენკენ გადაინაცვლე და დაიბანე. ბევრი ვაზელინი მოგსვლია!”, – წერს ჟორჟოლიანი, რის საპასუხოდაც თუაშვილმა მას ზრდილობისა და მომართვის დახვეწა ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები