მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სასამართლოში დაიკითხება

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ ჯოკია ბადოკიას საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში არის ჩაწერილი. სწორედ ამ მოწმეთა სიაში არის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე, რომელსაც სასამართლო დაჰკითხავს.
“ჩანაწერში ჩანს,  როგორ ითხოვს ქრთამის სახით თანხას ჯოკია ბოდოკია, ასევე ქრთამის გადაცემის ფაქტი. ჩანაწერი მომზადებულია ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიების ფარგლებში”, – განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯოკია ბოდოკიაც ესწრებოდა. ჯოკია ბოდოკიას საქმის არსებით განხილვას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები