რუსეთში ქართველ კანონიერ ქურდს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის ქალაქ სოლნეჩნოგორსკის სასამართლომ ქართველ კანონიერ ქურდს თამაზ გოგოლაძეს, მეტსახელად „ჩერმენას“ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, „ჩერმენა“ ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით გაასამართლეს. რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, გოგოლაძეს 2.5 გრამი მეტადონი აღმოაჩნდა. ის მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში მიმდინარე წლის 7 აპრილს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები