თეა წულუკიანი: 2014 წელს საქართველოს 15 მოთხოვნიდან ინტერპოლმა 13 დააკმაყოფილა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2014 წელს საქართველოს 15 მოთხოვნიდან ინტერპოლმა13 დააკმაყოფილა.
“საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე ვნახე, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან – 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას”, – განაცხადა წულუკიანმა. აღსანიშნავია, რომ IDFI მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით სულ 131 განცხადებით მიმართა, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები