საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც. 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.

გამოძებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული ფორდ-ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ. ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (სსსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები