ინტერპოლმა ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ძებნა შეწყვიტა
ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, სერგო ქავთარაძის მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. ქავთარაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სერგო ქავთარაძემ გუშინ ინტერპოლიდან მიიღო ცნობა, რომ მას აღარ ეძებენ. ადვოკატის განმარტებით, ინტერპოლს შესაბამისი თხოვნით დაცვის მხარემ რამდენჯერმე მიმართა.
სერგო ქავთარაძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიება ქავთარაძეს თანხების გაფლანგვას ედავება.