აზერ სულეიმანოვი: ის, რაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, საქართველოს პარლამენტის საკითხი არ არის

ის, რაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, საქართველოს პარლამენტის საკითხი არ არის – ეს გაარკვიონ ისტორიკოსებმა, – აღნიშნული განცხადებით ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ პეტრიოსიანს მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, მარნეულის მაჟორიტარმა აზერ სულეიმანოვმა უპასუხა.
“არ ვიცი, ჩემი კოლეგა რომელ გენოციდზე საუბრობდა. ეს არ იყო გენოციდი – ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი. ის, რაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, თურქეთის მთავრობამ, თურქეთის პრეზიდენტმა მრავალჯერ გამოაცხადა, რომ თურქეთის ყველა არქივი ღიაა და ვისაც აინტერესებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, შეუძლია ნახოს. ამ ომში უფრო მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი. თუ 100-წლიან ისტორიაზეა საუბარი, ზუსტად 100 წლის წინ, 31 მარტს აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი მოხდა. აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 100 ათასამდე აზერბაიჯანელი დახოცეს. ისინი დახოცეს სომხეთის დაშნაკებმა და წითელმა არმიამ. კარგად მახსოვს, რა მოხდა 20 წლის წინ აზერბაიჯანში – ყარაბახში, ერთ ღამეში 700 უიარაღო აზერბაიჯანელი დახოცეს, რომელთაგან, ძირთადად, ბავშვები და ქალები იყვნენ. ჩვენ – ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი მთავარი მტერი აქედან 40 კილომეტრში დგას. რატომ ამაზე არ ვსაუბრობთ? ის, რაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, ეს საქართველოს პარლამენტის საკითხი არ არის. ეს გაარკვიონ ისტორიკოსებმა”, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტრიოსიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები