„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება; უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება” – ვოლსკი

„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს.

“აბსოლუტური აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არცერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არ შეიძლება, ჩუმად იყო, როცა არჩევითი ორგანო ასეთ განცხადებას/რეზოლუციას უჭერს მხარს. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ ამ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება. განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორუმპირებულს უწოდებს. ეტყობა, ვიღაცაში ვეშლებით – „მაკკეინის ინსტიტუტში“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, ხელფასს უხდის და ადმინისტრაციას აგინებს. ეს ის ხალხია, ვისაც ჯო უილსონი თანაუგრძნობს და გვერდში უდგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები