ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე იარაღიდან გასროლის ფაქტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. იგი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.
თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით, სწავლის პროცესის დროს, დაახლოებით 9 საათსა 30 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცავებმა თავდაპირველად ერთი მამაკაცი დააკავეს. როგორც მან განაცხადა, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად სვამდა, რის შემდეგაც ჰაერში გაისროლა. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი მასრა ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები