სამართალდამცავებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე ოთხი მასრა ამოიღეს
სამართალდამცავებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიზე ოთხი მასრა ამოიღეს.
ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებები ჩიტაძის ქუჩაზე მუშაობას აგრძელებენ. ჩიტაძის ქუჩაზე იარაღის გასროლის გამო დაკავებულია ერთი პირი – იური კვარაცხელია. საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსში. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შესაძლოა, კიდევ ერთი პირი დააკავონ.
მამაკაცი, რომელიც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე სროლის გამო დააკავეს, აცხადებს, რომ ომის ვეტერანია. ის ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ დაახლოებით ერთი საათის წინ გამოიყვანა. მას ჟურნალისტებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.
იური კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მეგობრებთან, ვეტერანებთან ერთად ერთ-ერთ ბინაში შეიკრიბნენ, სვამდნენ, რის შემდეგაც მათ ჰაერში ისროლეს. თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე სკოლასთან მამაკაცმა იარაღიდან დღეს დილით გაისროლა. შემთხვევა სწავლის პროცესის დროს, დაახლოებით 9 საათსა 30 წუთზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.