„სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირება ხშირად ინტერნეტით ხდება“

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სირიაში საბრძოლველად წასულ ახალგაზრდებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალგაზრდების გადაბირების ორი მთავარი ფაქტორი არსებობს. პირველია – მუსულმანი სასულიერო პირები და მათი მხრიდან იდეოლოგიური დამუშავება, ხოლო გადაბირების მეორე საშუალება, არეშიძის თქმით, ინტერნეტია.
„სირიაში საბრძოლველად წაყვანის მიზნით, ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება რელიგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს. ადგილობრივი რელიგიური ლიდერების, ან ეგრეთ წოდებული ჯამაათის მეშვეობით, რომელშიც გაერთიანებულები არიან ამ იდეოლოგიის მიმდევრები. ეს ხდება აჭარაში, პანკისში, ქვემო ქართლში და საქართველოს სამეზობლოში. ბაზა მზადდება ადგილობრივი სასულიერო პირების მეშვეობით, მაგრამ ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტერნეტრესურსს აქვს. გერმანელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დადგინდა, რომ ევროპიდან წასულების უმრავლესობას არ ჰქონია მუსულმანებთან კავშირი, ისინი სწორედ ინტერნეტით გადაიბირეს. პანკისის შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, ამას „ჰეროიკული ფაქტორი“, თარხან ბათირაშვილის ფაქტორი დავარქვათ. იქაური ახალგაზრდებისთვის ის გმირია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები