47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე სკოლასთან მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა. შემთხვევა სწავლის პროცესის დროს, დაახლოებით 9 საათსა 30 წუთზე მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, პიროოვნება უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები