“კაბელების საქმის” წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა დღეს კვლავ დახურულ რეჟიმში განახლდა. როგორც კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დახურულ რეჟიმში განიხილება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია, რომელიც საქმეში არსებობს. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, პროცესი გაიხსნება.
ამასთან, ლევან სამუშიამ არ გამორიცხა, რომ დღევანდელ სხდომაზე მოესწროს შუამდგომლობის დაყენების ეტაპიც. შესაბამისად, ადვოკატი დღესვე დააყენებს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის თაობაზე.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების საგულშემატკივროდ საქალაქო სასამართლოში მივიდნენ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი გასული წლის 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები