სასაზღვრო პოლიციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა (ვიდეო)

სასაზღვრო პოლიციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე მუტალიმ გ. ქრთამის მიცემის ფაქტზე თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მუტალიმ გ-მ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მსხვილფეხა პირუტყვის უკანონოდ გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარი გადასცა. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები