“წითელ ხიდზე” მგზავრი არადეკლარირებული ნივთების შემოტანის გამო დაჯარიმდა

 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო- გამშვებ პუნქტ “წითელ ხიდზე” არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

„აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ფ.გ.-ის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 95,83 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები – 3 ცალი ყელსაბამი, 2 ცალი სამაჯური, 1 ცალი ჯვარი, 1 ცალი ბეჭედი- აღმოუჩინეს. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 4849.61 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4850 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები