ყაზბეგის საბაჟოზე მედიკამენტების უკანონო შემოტანა სცადეს
სომხეთის მოქალაქე ყაზბეგის საბაჟოდან არადეკლარილებური მედიკამენტების შემოტანას ცდილობდა. შემოსავლების სამსახური ინფორმაციით, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3343,68 ლარის ოდენობით. “საბაჟო – გამშვებ პუნქტ, “ყაზბეგის” ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ., რომლის ავტომანქანაშიც მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. მგზავრს მალულად შემოჰქონდა: РИСПОЛЕПТ (30 მგ) – 2 შეკვრა, РИСПОЛЕПТ (2 მგ / 20 აბი) – 5 შეკვრა, Гептрал ( 400 მგ / 20 აბი) – 5 შეკვრა, Салипод (2X10 სმ. ) – 50 შეკვრა, Омник Окас (0,4 მგ / 30 ტაბლეტი) – 7 შეკვრა, Коделак Бронхо (Codelac Broncho) (20 აბი ) – 20 შეკვრა, МИГ 400 (400 მგ/ 20 აბი) – 12 შეკვრა, Комбилипен (2 მგ / 10 ამპულა) – 30 შეკვრა, Хилак форте (100 მლ ) – 2 შეკვრა, Дуфастон ( 10მგ / 20 აბი ) – 10 შეკვრა, Отипакс – 4 შეკვრა, Дорзопт ( 2%) – 7 შეკვრა, Конкор ( 5 მგ / 50 აბი) – 60 შეკვრა, Кларитин- (10 მგ / 10 აბი) – 50 შეკვრა.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3343,68 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3343,68 ლარის ოდენობით.
11 აპრილს სგპ “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ვ.ჰ., რომლის კუთვნილი ავტომანქანა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა რისკის პროგრამის საფუძველზე დაათვალიერეს. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა 9 აბი მედიკამენტი “პენტალგინი”, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობერბიტალს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.