შალვა აბულაძეს ადვოკატი ხვდება

პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებულ შალვა აბულაძეს ადვოკატი ხვდება. არჩილ ჩუბინიძეს დაკავებულ აბულაძესთნ შეხვედრის საშუალება დღეს პირველად მიეცა. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
„პირველად მეძლევა საშუალება, რომ ბრალდებულს ვესაუბრო. არ ვიცი, ჩვენი შეხვედრა რა შედეგით დასრულდება, რას განაცხადებს. როგორც პროცესზე შალვა აბულაძემ თქვა, ის აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ჩვენების მიცემას. ასევე მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლები ფაქტობრივად დასტურდება მტკიცებულებებით და ჩვენ ყველაფერზე გავაკეთებთ კომენტარს, როდესაც ბრალდებულთან შეხვედრას დავასრულებთ“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები