წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ჯვარში მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით წიფელის ჯიშის 21 ცალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათას 200 ლარამდეა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები