ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
დღეს დილით, ოზურგეთში უცნობმა პირებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დეტალები მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია.