„თავისუფალი დემოკრატები“ მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის საკითხს უახლოეს სესიაზე დააყენებენ

“თავისუფალი დემოკრატები” მთავარი პროკურორის გიორგი ბადშვილის პარლამენტში მისვლის საკითხს უახლოეს სესიაზე დააყენებენ. დეპუტატებს კითხვები პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტთან დაკავშირებით აქვთ. ინიციატივას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ იზიარებს. არაადამიანური მოპყრობა-წამებისა და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში გასულ თვეს შეიქმნა. მის ხელმძღვანელობას პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფებმა წინა კვირას მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები