ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პრემიერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. “ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის და მას განსაკუთრებით ველოდებით, რადგან ეს დღე ნიშნავს გამარჯვებას, სიკვდილისა და ბოროტების დამარცხებას. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ბევრი სიხარული, გამარჯვება, ფეხზე დადგომა და განახლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
gariba1
gariba2
gariba3
gariba4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები