კულტურის სამინისტრო კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მსახიობი კოტე თოლორდავა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 35 წლის პოპულარული მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა.