თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგა
თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის 10 აპრილიდან პირდაპირი ავიარესიები განახლდა. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, ფრენა ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ, ხოლო მაისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. ავიაკომპანიის ცნობით, აპრილის ბოლოს ფრენა თბილისი-სამარას მიმართულებითაც აღდგება. სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან 7 წელია არ შესრულებულა.