შალვა აბულაძე: ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო
ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ბრალდებულმა სამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში.
აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა. ადვოკატის თქმით, სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. არჩილ ჩუბინიძე იმედოვნებს, რომ საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება.
ამის შემდეგ კი მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით დაინტერესდა.
“ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს 3 თვის წინ, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს, რესტორანი დამიწვეს, საფრთხე რომ მემუქნება, ეს ხო ყველამ იცის, გაზეთებში დაიწერა, ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ” , – განაცხადა შალვა აბულაძემ.