შალვა აბულაძე: ახლა იმაზე საუბარს განხორციელდა თუ არა ჩემზე ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან, აზრი არ აქვს

ახლა იმაზე საუბარს განხორციელდა თუ არა ჩემზე ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან, არანაირი აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა, შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ აბულაძემ აღნიშნა, ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
სასამართლო სხდომაზე აბულაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი აღარ იცავს. დაცვას განახორციელებს ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე.
ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები