შალვა აბულაძე დანაშაულს აღიარებს და მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის ადვოკატის თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და მზად არის, გამოძიებასთან ითანამშროლოს.
გაჩეჩილაძემ ბრალდებული აბულაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, სტრესული მდგომარეობის გამო აბულაძეს გამოძიებისთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია.
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მან საუბარი ვერ მოახერხა მისი ფსიქო-ემოციური და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი იცავს.
შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია 10 აპრილს ჩატარდა. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა.
აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება თავისუფლების 16-20 წლამდე აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები