ეროსი კიწმარიშვილის საქმეში ახალი დეტალი გაჩნდა
ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, იარაღის სასხლეტზე, რომლითაც გასროლა მოხდა, უცხო დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, რომლის იდენტიფიცირების პროცესი ახლა მიმდინარეობს.
“ჩვენ საქმეში გვაქვს უცხო დნმ-ი, რომელიც დაფიქსირებულია იმ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა ნაპოვნი. ეს არის უცხო დნმ-ი, რომლის საშუალებითაც პიროვნების იდენტიფიცირება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია ის მოქმედებები, რომლითაც შეიძლება გამოიკვეთონ ის უცხო ადამიანები, რომლებიც გამოძიების ვერსიით, შესაძლოა, კავშირში იყვნენ მომხდარ ფაქტთან”, – აღნიშნა ზურა კიწმარიშვილმა.
მისივე განმარტებით, პროკურატურამ 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზის შედარება იარაღზე აღმოჩენილ უცხო დეენემთან უკვე მოახდინა.
როგორც ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახეს, მათ შორის კიწმარიშვილის ახლო გარემოცვა.
“შედარებულია იმ ხალხის დეენემთან, რომლებმაც პირველად ნახეს შემთხვევის ადგილი და შეესწრნენ ამ ფაქტს”, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.