შალვა აბულაძეს ბრალს ამ წუთებში უყენებენ
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ 2 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ბრალს ამ წუთებში უყენებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცველთა მკვლელობისთვის დაკავებული შალვა აბულაძე სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი აბულაძე გლდანის ციხეში იყო გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აბულაძესთან ერთად ციხეში მისი ადვოკატიც იმყოფება, რომელიც ბრალის წაყენების პროცესს ესწრება.