ლევან იზორია მამედოვის და აბულაძეს დაკავებებს შორის კავშირს გამორიცხავს
„რამინ მამედოვის დაკავებასა და შალვა აბულაძეს დაკავებას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა ის ბრალდება, რაც შალვა აბულაძის დაკავების შემდეგ მისმა ახლობლებმა გაავრცელეს, უსაფუძვლოა.
„რამინ მამედოვს პოლიციისთვის არავითარი ოპერატიული ინფორმაცია არ მიუწოდებია. აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდებები, რაც ახლობლებისგან გაჟღერდა, პარალელს გავავლებ კიდევ, გავრცელდა, თითქოს, რომ ძებნილი თავად ჩაბარდა და სატელეფონო ზარი განახორციელაო, ესეც ტყუილია. ყველანაირი მოქმედებები, რაც შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ განახორციელდა, იყო კანონის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება პროცესუალური ნორმების სრული დაცვით ხორციელდებოდა. შესაბამისად, გაჟღერებული ბრალდებები, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.