ლევან იზორია ხარძიანის საქმეზე: მინდა, დავაიმედო საზოგადოება, რომ აქაც გვექნება გარკვეული წინსვლა

 შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განმარტებით, ბესიკ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურასთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც იზორიამ აღნიშნა, საზოგადოებას შეუძლია იმედიანად იყოს, რადგან აღნიშნულ საქმეშიც გარკვეულ წინსვლებს ელოდება.

„ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს პროკურატურასთან ერთად ხარძიანის საქმეზე მუშაობა. მინდა, დავაიმედო საზოგადოება, რომ აქაც გვექნება გარკვეული წინსვლა“, – განაცხადა ლევან იზორიამ „ქრონიკაში“ სტუმრობისას.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 28 მარტს ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოში, მარაბდის 25 ნომერში მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები