ლევან იზორიამ შალვა აბულაძის დაკავების დეტალებზე ისაუბრა – ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ გასროლას

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ძებნილი შალვა აბულაძის სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდა. როგორც ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ძებნილის სპეცოპერაციის დროს სახელმწიფოს ძალისმიერი მეთოდი არ გამოუყენებია.
„ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, მიტოვებული შენობა, რომელსაც ძებნილი შალვა აბულაძე თავს აფარებდა, სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. შეირაღებულმა ძებნილმა გაქცევა სცადა. თუმცა, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ გასროლას, შესაბამისად, მოხდა მისი აყვანა და დაკავება. ამ სპეცოპერაციის შედეგად საერთოდ ადგილი არ ჰქონია, არავითარ დაზიანებას, იმ სხვა სპეცოპერაციებისაგან განსხვავებით, გავიხსენებ, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციას, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, სადაც სახელმწიფი სხვა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად კანონის სრული დაცვით განხორციელდა ყველაფერი, ძებნილი პირი დაკავებულია“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები