მაროკოში ავტოავარიას 31 ადამიანი ემსხვერპლა

31 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა მაროკოს სამხრეთით მომხდარი ავტოავარიის შედეგად. მაროკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Maghreb Arabe Presse-ის ცნობით, ავტოავარია ქალაქ ტან-ტანის სიახლოვეს ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები