ნაცისტური ან საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებისთვის უკრაინაში 5- წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

უკრაინის უმაღლესმა რადამ აკრძალა კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების, ასევე მათი სიმბოლოების პროპაგანდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„კომუნისტური ან ნაცისტური რეჟიმების და მათი სიმბოლოების პროპაგანდა ტორალიტარული რეჟიმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფას ნიშნავს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ეს აკრძალვა სუვენირებზეც ვრცელდება. ასევე იკრძალება საბჭოთა კავშირისა და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ჰიმნების საჯარო შესრულება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი, 10-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. აკრძალვა მუზეუმებში, თემატურ გამოფენებზე, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის მასალებში ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებაზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები