შალვა აბულაძის მეგობარს გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის მეგობარს – რამინ მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. ის 10 000- ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ განთავისუფლდება. რამდენადაც ცნობილია, ბრალდებულს ან მის ახლობელს გირაოს თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც შეუძლია. დაცვის მხარე დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა. შეგახსენებთ, შალვა აბულაძე დღეს დილით ბორჯომის სოფელ არდაგანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.