სირია და პალესტინა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ

სირიის ხელისუფლება და პალესტინის ნაციონალური ავტონომია დამასკოსთან პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში ჯიჰადისტების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პალესტინის ნაციონალური ავტონომიის წარმომადგენელმა ახმედ მაჯდალანიმ დამასკოში სირიის ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სირიის დედაქალაქთან მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი იარმუკი „ისლამური სახემწიფოს“ „ბოევიკებმა“ ნაწილობრივ 1 აპრილს დაიკავეს. მოგვიანებით მათ თითქმის მთელი ბანაკის აღება შეძლეს. ლტოლვილები ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ იღებენ, საუბარია დაახლოებით 16 ათას ადამიანზე, რომლებიც ამ ბანაკში ჯერ კიდევ რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები