მეხმა სამგზავრო „ბოინგი“ გახვრიტა

ავიაკომპანია Icelandair-ის თვითმფრინავს – Boeing 757-ს ფრენის დროს მეხი მოხვდა, რომელმაც ავიალაინერის ცხვირში დიდი ნახვრეტი გააჩინა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი რეიკიავიკიდან დენვერში მიფრინავდა. ავიალაინერის მგზავრებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ ადგილზე ჩაფრენის შემდეგ გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მგზავრები აცხადებენ, მათ ძლიერი ნათება და აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ლაინერის კორპუსზე ძლიერი დარტყმა იგრძნეს, თუმცა პილოტმა მაგზავრები დააწყნარა, რომ ავიალაინერს საშიში დაზიანება არ მიუღია და ფრენა ჩვეულებრივად დაგეგმილი კურსით გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები