როგოზინმა ტურჩინოვს „დებილი“ უწოდა

რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს ალექსანდრე ტურჩინოვს „დებილი“ უწოდა. ასე შეაფასა როგოზინმა ტურჩინოვის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია ე.წ. ჭუჭყიანი ატომური ბომბის შექმნა. „მთავარია იარაღი ეფექტიანი იყოს. მნიშვნელობა არა აქვს ჭუჭყიანი იქნება ის, თუ სუფთა“, – განუცხადა ტურჩინოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს უკრაინამ ბუდაპეშტში ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვით უარი თქვა საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის არსებობაზე. საპასუხოდ, მემორანდუმის ხელმომწერმა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები