უკრაინის უმაღლესმა რადამ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივები გახსნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხუთშაბათს კანონი მიიღო, რომლის მიხედვით საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივები (КГВ) იხსნება. კანონის სახელია „1917-1991 წლების ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის რეპრესიული ორგანოების არქივების წვდომის შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, ამ უწყებების ყველა არქივი, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა დაწესებულებაში ინახება, უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის სახელმწიფო არქივს უნდა გადაეცეს. ეს არქივი სამი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, ხოლო უშიშროების დოკუმენტები იქ ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები