გია სოსანაშვილის ადვოკატი ხელყუმბარის აფეთქების საგამოძიებო ექპერიმენტის ჩატარებას ითხოვს
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი ხელყუმბარის აფეთქების საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მან ამ შუამდგომლობით სახელმწიფო ბრალდებას უკვე მიმართა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საფლავზე F1 ტიპის ხელყუმბარა აფეთქდა, მაშინ სურათი სრულიად განსხვავებული იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება ვაზაგაშვილებიბის ოჯახს, მათი ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები სოსანაშვილის ბრალეულობას სრულიად ადასტურებს.