მოსკოვში 9 მაისის აღლუმს ჯონ ტეფტი დაესწრება

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, რომელიც ამჟამად რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს, ვაშინგტონს რუსეთის ფედერაციაში 9 მაისის ღონისძიებებზე წარმოადგენს. მოსკოვმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, მაგრამ ის მოსკოვში არ ჩავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა პატივს სცემს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას, მაგრამ არის კიდევ კრიზისი უკრაინაში, რომელზეც შეერთებულ შტატებს საკუთარი წარმოდგენა აქვს. ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებებზე მოსკოვი მთლიანად 25 ქვეყნის ლიდერის ჩასვლას ელოდება, მაგრამ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მეთაურები მათ შორის არ იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები