პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დააკავეს

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოჰყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.
დაკავებულ აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა ოთხ აპრილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დაიჭრა მეორე პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი.
ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები