შალვა აბულაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ

საქალაქო სასამართლო დღეს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს უახლოეს საათებში შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წაუყენა.
შეგახსენებთ, აბულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები