პოროშენკო: მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ჰიტლერი და სტალინი თანაბრად არიან დამნაშავეები

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი თანაბრად დაადანაშაულა. ეს განცხადება პოროშენკომ პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომაროვსკისთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ გააკეთა.
„ჰიტლერმა და სტალინმა მეორე მსოფლიო ომის სისხლისმღვრელი სასაკლაო იმის გამო მოაწყეს, რომ მათ ევროპის გაყოფა ჰქონდათ გადაწყვეტილი“, – განაცხადა პოროშენკომ.
რუსულმა მედიამ პოროშენკოს ამ განცხადებას უკვე უწოდა „მეორე მსოფლიო ომის გადაწერის“ მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები