იტალიელი ნეიროქირურგი რუსი პროგრამისტისთვის თავის გადანერგვას აპირებს

რუსი პროგრამისტი ვალადიმერ სპირიდონოვი, რომელიც მსოფლიოში თავის ტრანსპლანტაციის პირველ ოპერაციას დათანხმდა, ილინოისში ნეიროქირურგების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. სპირიდონოვის განცხადებით, მოწვევა მას დოქტორმა სერჯიო კანავერომ გაუგზავნა, რომელიც თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას აპირებს. თავად სპირიდონოვი იშვიათი დაავადებით – ზურგის ამიოტროფიით არის დაავადებული. ამის გამო ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, გარდა ამისა, სპირიდონოვს კუნთების ზრდა აქვს შეჩერებული. ამასთანავე, სპეციალისტების აზრით, თავის გადანერგვის ოპერაცია მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ის ექიმების უმრავლესობას არარეალურად მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები