ლიტვაში რუსეთის ფედერალური სატელიტური არხის მაუწყებლობა შეწყვეტილია

ლიტვამ სამი თვით შეაჩერა რუსეთის არხის „რტრ პლანეტას“ მაუწყებლობა. როგორც „ბი-ბი-სის“ ლიტვის ტელე და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიაში განუცხადეს, „ეს ტელეარხი მხილებულია პროპაგანდის, ეროვნებათშორისი შუღლის და ომისთვის მოწოდებების გავრცელებაში“.
სამი თვით ტელეარხის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომელმაც ვალიდიმერ სოლოვიოვის გადაცემაში რუსეთს დონბასში, კიევში და ბრიუსელში „მცირე, მაგრამ გამარჯვების მომტანი ომისკენ“ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები