„მე ისლამური სახელმწიფო ვარ“ – TV5 Monde-ზე კიბერშეტევა განხორციელდა

„ისლამური სახელმწიფოს“ ჰაკერებმა ფრანგული ტელეარხის ვბგვერდები და ექაუნთები გატეხეს. კიბერშეტევა როგორც არხის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში მის გვერდებზე განხორციელდა. ჰაკერებმა, რომლებიც საკუთარ თავს „ქიბერხალიფატს“ უწოდებენ, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განათავსეს არაბულ სამოსში გამოწყობილი ადამიანის სურათი და წარწერა: „მე ვარ ისლამური სახელმწიფო“. ამასთან ერთად, კობერტერორისტებმა პასუხისმგებლობა აიღეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პარიზში, იანვარში განხორციელებულ ტერაქტებზე და საფრანგეთს „ახალი სიურპრიზების მოწყობას“ დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები