აშშ ირანს ხუსიტებისთვის დახმარების აღმოჩენის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანისგან იემენში ამბოხებულების მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც კერიმ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი დაემუქრება, ვაშინგტონი დახმარებას აღმოუჩენს. ოთხშაბათს ირანმა იემენის სანაპიროსთან ორი საბრძოლო ხომალდი გააგზავნა ამბოხებული ხუსიტებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. თავის მხრივ, აშშ არაბულ კოალიციას უჭერს მხარს, რომელიც უკვე მეორე კვირაა ამობოხებულების პოზიციებს ბომბავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები