ლონდონის აეროპორტ გატვიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს

ლონდონის აეროპორტ გატვიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინეს. ნავთობის მარაგის საერთო მოცულობა შეიძლება 100 მილიარდ ბარელს შეადგენდეს. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ ბოლო 30 წლის განმავლობაშიდა მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ კომპანია UKOG-ის წარმომადგენელმა სტივენ სანდერსმა. მიუხედავად იმისა, რომ მოძიებული მარაგის მხოლოდ 15-20 პროცენტის მოპოვებაა შესაძლებელი, ის 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მოთხოვნებს ერთი მესამედით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები