ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლები დავით ქალიაშვილი და ნიკოლოზ ვეკუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომელმა დავით ქალიაშვილმა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე წიწვოვანი ჯიშის ნარგავის უკანონოდ ამოთხრისა და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გარკვეული თანხა გამოართვა.
“ასევე დადგენილია, რომ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლოზ ვეკუამ, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კანონიერი სახის მიცემის მიზნით გასცა ყალბი დოკუმენტი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავლისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხა წლამდე ვადით“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.